სხვა

4:49 | 7.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

შიფრინმა ვლჰოვას შინ გამარჯვების საშუალება არ მისცა

ამერიკელი მიკაელა შიფრინი კორტინას მსოფლიო ჩემპიონატზე, სლალომში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა, თუმცა მსოფლიო თასის პირველივე სლალომში, რომელიც სლოვაკეთის იასნაში ჩატარდა, ადგილობრივ ფავორიტ პეტრა ვლჰოვას გამარჯვება ცხვირწინ ააცალა. შიფრინისთვის ეს მსოფლიო თასზე მოპოვებული 69-ე გამარჯვებაა.

ვლჰოვა მსოფლიო თასის აბსოლუტურ ჩათვლაში, ჩქაროსნული დისციპლინების შვეიცარიელ დედოფალ ლარა გუტ-ბერამის 107 ქულით ჩამორჩება. მას იმედი ჰქონდა, რომ იასნაში გამარჯვებით, ჩამორჩენას მინიმუმამდე შეამცირებდა. მან კარგად დაიწყო და პირველი ცდის შემდეგ, ცხრილს სათავეში მოექცა.

ვლჰოვამ მეორე ცდაზეც კარგად ისრიალა, არც რისკებს მორიდებია და თითქოს, მიზანთანაც ახლოს იყო, მაგრამ შიფრინმა მაინც შეძლო მისი ჩამოტოვება და საბოლოოდ, 0.34-წამიანი უპირატესობით გაიმარჯვა. მესამე ადგილი კი შვეიცარიელმა ვენდი ჰოლდენერმა დაიკავა, ვისთვისაც ეს სლალომში 26-ე კვარცხლბეკია, თუმცა მათგან ვერცერთხელ შეძლო უმაღლესი საფეხურის დაკავება.

კვირას იასნაშივე ქალთა გიგანტური სლალომის რბოლა ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120167