ფეხბურთი

2:38 | 7.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ ზედიზედ მეოთხე

ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა „ბარსელონამ“ ყველა ტურნირში და „პარი სენ-ჟერმენთან“ პარიზშიც ალბათ კარგ ხასიათზე გაემგზავრება ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის სათამაშოდ.

ესეც არის, სულ რაღაც სამი დღის წინ „ბარსელონამ’ მომქანცველი, 120 წუთიანი სათასო მატჩი ჩაატარა „სევილიასთან“ და მოსალოდნელიც იყო, რომ პამპლონელებთან სასეირო ფეხბურთს ვერ შემოგვთავაზებდა. თამაში მართლაც რთული გამოდგა რონალდ კუმანის გუნდისთვის. თავიდან მასპინძლები უფრო ახლოს იყვნენ გატანასთან, რუბენ გარსიას დარტყმის შემდეგ, მაგრამ ტერ შტეგენმა იყოღაღა.

კატაკონიელებმა 30-ე წუთზე გახსნეს ანგარიში. მესიმ მოედნის ცენტრიდან შესანიშნავი პასი მისცა ალბას, რმელიც საჯარიმოში შეიჭრა და ასევე შესანიშნავი დარტყმით გაიტანა „ცხრიანში.“

მეორე ტაიმის დასაწყისში მესიმ კინაღამ გამოიჩინა თავი, მაგრამ ამჯერად მასპინძელთა მეკარე სერხიო ერერა არ დაიბნა.

და მესი? არგენტინელმა კიდევ მიიქცია ყურადღეება, როცა პრიმერაში პირველი გოლი გაატნინა ილაიშ მორიბას 0:2.

„ბარსელონა“ მეორე ადგიზეა და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ატლეტიკოს.“ თუმცა მადრიდელებს ამდენივე თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

ესპანეთი

პრიმერა. 26-ე ტური. 6 მარტი

ოსასუნა - ბარსელონა 0:2

პამპლონა. „ელ-სადარი“

0:1 ალბა (30), 0:2 მორიბა (83)

ოსასუნა: ერერა, ნაჩო ვიდალი, არიდანე, დავიდ გარსია, სანჩესი, ტორო (ოიერი 84), მონკაიოლა, ტორესი (გალიეგო 84), რუბენ გარსია (ადრიანი 70), ბარხა (ხონი 62), კალიერი (ბუდიმირი 71)

მწვრთნელი: იაგობა არასატე

ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი, მინგესა, ლანგლე, უმტიტი (დემბელე 46) , ალბა (ფირპო 87), ბუსკეტსი (მორიბა 67), დე იონგი, პედრი (პუჩი 88), მესი, გრიზმანი (ბრეიტვეიტი 67)

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

მსაჯი: კუადრა ფერნანდესი

გაფრთხილება: უმტიტი (26), ფირპო (88)

ელჩე - სევილია 2:1

ელჩე. „მანუელ მარტინეს ვალერო“

1:0 გუტი (70), 2:0 კარილიო (76), 2:1 დე იონგი (90)

ელჩე: ედგარი, ხოსემა, კალვო, ვერდუ, ბარაგანი, ფიდელი, მარკონე (მფულიუ 62), გუტი (სანჩესი 90+2), მორენტე (ხოსანი 76), ბოიე (გონსალესი 90+2), კარილიუ

მწვრთნელი: ფრანსისკო ესკრიბა

სევილია: ვაცლიკი, ესკუდერო (აკუნია 57), რეკიკი, სერხი გომესი, ნავასი (სუსო 68), რაკიტიჩი (ხორდანი 57), გუდელი, ალეხანდრო გომესი (ენ-ნესირი76), მუნირი (ტორესი 57), ოკამპოსი, დე იონგი

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

მსაჯი: ვალენტინ გომესი

გაფრთხილება: მარკონე (2), ბოიე (47), ბარაგანი (64), ფიდელი (90+2)

ვალიადოლიდი - ხეტაფე 2:1

1:0 პლანო (14), 2:0 ვაისმანი (24), 2:1 მატა (37)

გაძევება: მატა (85) - ხეტაფე

კადისი - ეიბარი 1:0

1:0 ნეგრედო (40)

57-ე წუთზე დმიტროვიჩმა (ეიბარი) ვერ გაიტანა პენალტი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113915