ფეხბურთი

1:23 | 7.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ ბეილი 30 მილიონად შეაფასა

„რეალი“ აპირებს თავისი უელსელი ვარსკვლავი, გარეთ ბეილი, 30 მილიონ ევროდ გაყიდოს - გვამცნობს Defensa Central.

წყაროს ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ ბეილს აღარ დაიტოვებს და აუცილებლად ტრანსფერზე დააყენებს.

საქმე ის არის, რომ ამჟამად ბეილი „ტოტენჰემში“ თამაშობს ერთწლიანი იჯარით, ისე კი „რეალის“ საკუთრებაა. მისი ხელფასი კვირაში 650 ათასი ევროა, თუმცა ნახევარს - 325 ათასს ჩრდილოლონდონური კლუბი უხდის.

ბეილმა დაბრუნების შემდეგ „ტოტენჰემის“ მაისურით 21 მატჩი ჩაატარა, 8 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.130781