საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. როგორც გამოცდილმა სპეციალისტმა განაცხადა, მბაპე კარიერას პრემიერლიგაში, სერია A-ში ან ლა ლიგაში გააგრძელებს და არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს.
„ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, რომელსაც ტიტულების მოგება სურს. ახლა პარიზში კარგად არის და პრივილეგიაა, რომ ფრანგი ფეხბურთელი პსჟ-სა და ლიგა 1-ში თამაშობს. ფრანგ ფეხბურთელებს ჩემი რჩევის მიცემა არ სჭირდებათ, მაგრამ თუ მკითხავენ, ჩემს აზრს, სიამოვნებით გამოვთქვამ. ახლა ის ლიგა 1-ში, თუმცა შემდეგ ალბათ არჩევანი გაკეთება ინგლისს, იტალიასა და ესპანეთს შორის მოუწევს. ნამდვილად არ ვიცი ზაფხულში შეიცვლის თუ არა კლუბს, ეს მისი და მისი მშობლების გადასაწყვეტია“, - თქვა დეშამმა.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.