ფეხბურთი

17:06 | 5.03.2021 | ნანახია NaN - ჯერ

"დილა" ეროვნულ ლიგაში უდანაკარგოა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის მეორე ტური სამტრედიაში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა კლუბმა გორის „დილას“ უმასპინძლა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ „დილამ“ პირველივე ტაიმში შეძლო ხელსაყრელი უპირატესობის მოპოვება, რომელიც თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა.

ანგარიში მატჩის დასაწყისშივე პაატა ღუდუშაურმა გახსნა, ხოლო ტაიმის ბოლოს ირაკლი ბუღრიძემ სხვაობა გააორმაგა და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გორის „დილას“ შესანიშნავი სტარტი აქვს, ორ ტურში 6 ქულა დააგროვა და გოლიც არ გაუშვია, ხოლო გია ცეცაძის „სამტრედიას“ პირიქით, მძიმე სტარტი გამოუვიდა, არც ქულა მოუპოვებია და არც გოლი გაუტანია. მომდევნო ტურში „დილა“ თბილისის „ლოკომოტივს“, ხოლო „სამტრედია“ ქობულეთის „შუქურას“ შეხვდება.

„სამტრედია“ – „დილა“ 0:2

გოლები: 0:1 ღუდუშაური (10), 0:2 ბუღრიძე (41)


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:19 | 12.03.2016
araza-1918 (6330)

კალაძე გაიღვიძე ტრენერი გვინდა. დღეს ჩვენი რაგბისტები გალახავენ ღრუსებს. ყაზახეთანდე 17 დღე.გაფართოებული 40 კაციანი სიის ჩემი ვარიანტი. ლორია რევიშვილი შელია/უფა/===ლობჟანიძე კაკაბაძე კვერკველია კაშია გრიგალავა ამისულაშვილი დვალი ხიზანიშვილი ხუბუტია ნავალოვსკი ჯიქია/ამკარი/ ====კანკავა ანანიძე დაუშვილი კვეკვესკირი აბურჯანია ცინცაძე===ოქრიაშვილი ყაზაიშვილი თარგამაძე ჭანტურია კობახიძე მერებაშვილი ყენია ჰუფნახელი ძალამიძე ებრალიძე პაპუნაშვილი ლიპარტია არაბიძე=== მჭედლიძე ვაწაძე კაჭარავა გელაშვილი დვალიშვილი ქვილითაია მელქაძე /სპარტაკი/

0.06492