კალათბურთი

10:17 | 5.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინდიანა პეისერსი" დამარცხდა - გოგა ბითაძეს არ უთამაშია

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“, რომელიც სტუმრად „დენვერ ნაგეტსს“ დაუპირისპირდა და 10-ქულიანი სხვაობით 103:113 დამარცხდა. შეხვედრაში გადამწყვეტი მეორე მეოთხედი გამოდგა, სადაც „ინდიანაპოლისელებმა“ სწორედ 10-ქულიანი სხვაობით წააგეს და მეტოქემ ანგარიშის შენარჩუნება თამაშის ბოლომდე მოახერხა.

ამ დაპირისპირებაში ქართველ კალათბურთელს არ უთამაშია, მისი გუნდიდან კი ყველაზე შედეგიანი მაილს ტერნერი იყო, რომელმაც 38 წუთში 22 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ერთადერთი სამმაგი დუბლი - 10 ქულით, 10 მოხსნითა და 10 პასით დომანტას საბონისმა დააფიქსირა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა კი „დენვერის“ კალათბურთელმა მაიკლ პორტერმა ჩააგდო. 22 წლის ამერიკელმა არასრულ 38 ქუთში - 24 ქულასთან ერთად 11 მოხსნა მიითვალა და ასევე ორმაგი დუბლი გაიფორმა.

„ინდიანას“ 16 მოგების საპირისპიროდ 19 მარცხი დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 პოზიციაზე იმყოფება. „დენვერმა“ კი ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოიპოვა და დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 13 მარტს, „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.112772