ფეხბურთი

11:33 | 5.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "6-ქულიანი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ წინ კიდევ 11 ფინალია"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა „ლივერპულთან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა დამსახურებულად იმარჯვა.

„შესანიშნავი მომენტები შევქმენით, მაგრამ ისეთი მომენტებიც, როდესაც ნერვიულობა მოგვიწია. ენთუზიაზმი არ დავკარგეთ და შესანიშნავ თამაშში გამარჯვება დავიმსახურეთ. ბრწყინვალე გუნდური პერფორმანსი გვქონდა. „ლივერპულს“ მეტოქეების მიმართ ბევრი კითხვა აქვს და ჩვენგან პასუხის გაცემა საჭირო იყო. ეს მატჩი ექვსქულიანი გახლდათ და თამამად ვითამაშეთ. რბოლა გრძელდება, წინ 11 მატჩია, თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ, ახლა დასვენების და ზეიმის დრო არ არის“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, „ჩელსი“ 47 ქულით მეოთხე ადგილზეა და გერმანელი სპეციალისტის დანიშვნის შემდეგ ბრწყინვალედ ათამაშდა. ლონდონელებმა ტუხელის თავკაცობით 10 მატჩიდან 7 მოიგეს, 3-ჯერ ფრე ითამაშეს, არ დამარცხებულან, 11 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 2 გაუშვეს.

0.118745