ფეხბურთი

2:04 | 5.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" სკუდეტოსკენ მყარი ნაბიჯებით მიემართება

იტალიის სერია A-ს XXV ტური „ინტერის“ გამარჯვებით დასრულდა, რაც იმის მაუწყებელია, რომ ანტონიო კონტეს გუნდმა ნანატრი სკუდეტოსკენ მორიგი დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა.

„ნერაძურიმ“ „მილანის“ მორიგი წაფორხილებით მშვენივრად ისარგებლა და კატასტროფულ დღეში მყოფ „პარმას“3 ქულა წვალებით, მაგრამ წაართვა და უპირატესობა გაიმყარა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, აი, მეორე ტაიმის საწყის ნაწილში კი ალექსის სანჩესმა გაიბრწყინა. ჩილელმა თავდამსხმელმა „ენიო ტარდინიზე“ დუბლი გაიფორმა და ძველი დრო გაიხსენა, როდესაც მეტოქეებს შიშის ზარს სცემდა.

„პარმამ“ სცადა თამაშში დარჩენა და სულ მალე ერთი გოლი გაქვითა, მერე დროც საკმარისად ჰქონდა უფრო მეტი გაეკეთებინა, მაგრამ ვერ გააკეთა და მარცხი განიცადა. „ინტერმა“ 59 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს, „მილანს“ 6 და „იუვენტუსს“ 10 ქულით უსწრებს (თამაშით მეტი აქვთ მილანელებს ჩატარებული), რაც ცხადია სერიოზული ჰანდიკაპია, მითუფრო სეზონის ფინიშამდე უკვე არც ისე ბევრი დრო დარჩა.

ერთ დროს მრისხანე „პარმა“ სერია B-სკენ მიექანება: სეზონში ყველაზე ცოტა თამაში მოიგო (2), ყველაზე ცოტა გოლი გაიტანა (20) და 15 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა, თანაც პრაქტიკულად უიმედოდ. აღსანიშნავია, რომ „პარმას“ 30 ნოემბრის შემდეგ არ მოუგია.

„პარმა“ – „ინტერი“ 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 სანჩესი (54), 0:2 სანჩესი (62), 1:2 ერნანი (71)

0.131786