ფეხბურთი

0:08 | 5.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაიას "ანორთოსისში" ახალი კონტრაქტი შესთავაზეს

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ თემურ ქეცბაიასთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს. კვიპროსული მედიის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ მას ახალი კონტრაქტი უკვე შესთავაზა.

მოქმედ კონტრაქტთან შედარებით პირობები გაუმჯობესებულია, თუმცა უფრო მეტი წვრილმანი და დეტალი უცნობია.

თემურ ქეცბაია „ანორთოსისში“ 2019 წელს დაბრუნდა და გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

ფამაგუსტელები კვიპროსის ჩემპიონატში ამჟამად მეოთხე ადგილზე არიან და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113603