ფეხბურთი

21:59 | 4.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია ტურის საუკეთესო ფეხბურთელად კიდევ ერთი ვერსიით დასახელდა

ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია გამოცემა Championat-ის ვერსიით რუსეთის პრემიერლიგის მეოცე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მკითხველთა უმეტესობამ ხმა ხვიჩას მისცა.

სხვათა შორის, მანამდე, ასევე გამოკითხვის შედეგად, ქართველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად Sport-express-ის ვერსიით დასახელდა. რაც შეეხება Championat-ის გამოკითხვას:

ხვიჩამ პირველი ადგილი დაიკავა და მას ხმების 34% ერგო. მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი ჯორჯ დესპოტოვიჩი გავიდა (23%), ხოლო მესამე-მეოთხე პოზიციები გჟეგოჟ კრიხოვიაკმა („ლოკომოტივი“) და ალი სოუმ („როსტოვი“) 16%-ით გაიყვეს.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის „სპარტაკთან“ (2:0) მოგებულ მატჩში საგოლე პასი შეასრულა და მეორე გოლიც მისი დამსახურება იყო, რადგან მეკარემ რთული ბურთი აუღო და შემდეგ დესპოტოვიჩმა დაამატა. მიმდინარე სეზონში 20 წლის ქართველის ანგარიშზე 17 თამაშში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.

0.119153