სხვა

14:27 | 4.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო-2020-ის მმართველობაში ქალთა წარმომადგენლობა 42 პროცენტამდე გაიზრდება

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორის ტოშირო მუტოს განცხადებით, ტოკიო-2020-ის ყოფილი ხელმძღვანელის, იოშირო მორის სკანდალის შემდეგ, თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის მმართველობაში ქალთა წარმომადგენლობა 42 პროცენტამდე გაიზრდება.

მუტოს თქმით, საორგანიზაციო კომიტეტის მმართველობით საბჭოში დამატებით 11 ქალის მიღება იგეგმება. ამ საკადრო ცვლილებებს წინ უძღოდა ტოკიო-2020-ის ყოფილი ხელმძღვანელის იოშირო მორის გამონათქვამები, რომლებიც სექსისტურად შეირაცხა. იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე მორიმ განაცხადა, რომ ქალთა ფართო მონაწილეობით სხდომები ხანდახან ჩვეულებრივზე ორჯერ მეტ ხანს გრძელდება. ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ ასეთი სხდომებისთვის გარკვეული რეგლამენტი დაწესებულიყო.

სკანდალის შედეგად, 14 თებერვალს მორი გადადგა, მისი ადგილი დაიკავა ოლიმპიურ საკითხთა ყოფილმა მინისტრმა სეიკო ჰასიმოტომ, მინისტრის ადგილზე კი ტამაიო მარუკავა დაინიშნა. აქედან გამომდინარე, ოლიმპიური თამაშების ორგანიზებასთან დაკავშირებულ ოთხიდან სამ საკვანძო თანამდებობაზე ქალები დაინიშნენ.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115579