ფეხბურთი

13:20 | 4.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთის ნაკრებს დრაგან სტოიკოვიჩი გაწვრთნის

„მარსელის,“ „ცრვენა ზვეზდასა“ და იუგოსლავიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად 56 წლის დრაგან სტოიკოვიჩი, სერბეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა - გვამცნობს ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

მას სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ციკლის დასრულებამდე.

“ძალიან ბედნიერი და ამავე დროს ამაყი ვარ. არ არსებობს იმაზე დიდი პატივი ვიდრე შენი ქვეყნის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გერქვას. დაბადების დღისთვის უკეთეს საჩუქარს ვერც წარმოვიდგენდი (სტოიკოვიჩი 1965 წლის 3 მარტსაა დაბადებული). დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. თუმცა მჯერა საკუთარი და თანაშემწეების შესაძლებლობებისა. ჩვენს ეროვნულ გუნდს კი უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია.“ - უთხრა სტოიკოვიჩმა ფედერაციის პრესსამსახურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105201