ფეხბურთი

23:45 | 3.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟ მიქაუტაძის მე-18 გოლი და პირველი საგოლე პასი სეზონში (+VIDEO)

ბელგიის პროქსიმუს ლიგაში ჟორჟ მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. 20 წლის შემტევის ლიდერობით „სერენმა“ 21-ე ტურში სტუმრად „მოლენბეკი“ 4:2 დაამარცხა.

მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა და მე-11 წუთზე ანგარიში გაათანაბრა (1:1). მას გოლში რიკოშეტიც დაეხმარა, რამაც ბურთს მიმართულება შეაცვლევინა და კარში აღმოჩნდა. 54-ე წუთზე კი ჟორჟმა საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში და მისი გადაცემით აბლი იალოუმ „სერენი“ წინ გაიყვანა (3:2).

მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-17 მატჩში მე-18 გოლი გაიტანა, აი, საგოლე პასი კი სხვათა შორის, პირველი იყო. „სერენი“ 21 ტურის თავზე 38 ქულით მეორე ადგილზეა.

0.159105