საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელია. ინფორმაცია დედაქალაქურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. ქართველმა მცველმა თბილისურ გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის ღირსებას 4-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
"ლოკომოტივში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე; ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა, გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და მისი ნაწილი. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან", - თქვა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია ბოლოს ამერიკულ "სან ხოსეში" თამაშობდა, რომელიც დეკემბერში დატოვა და მას შემდგომ უკლუბოდ იყო. წინა სასეზონო მატჩებისთვის მზადების პროცესი კი სწორედ "ლოკომოტივთან" ერთად ესპანურ შეკრებაზე გაიარა. აქვე გეტყვით, რომ 33 წლის ფეხბურთელს არნემის "ვიტესსა" და "დინამო თბილისის" რიგებშიც უთამაშია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 81 მარჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნაკრები
ეს და მჭედლიძე ერთად უნდა დაეთრია ბათუმს კარგი იქნებოდა, ცოტა ასაკშია უკვ კაშია მაგრამ მაინც საიმედოა, იმხელა გამოცდილება შეიძინა ვიტესში.
ლოკო ბერსად ვერ გავიდა როგორც
მახსოვს , დაქცეულ დინამოს მაინც დახმარებოდა ზაფხულში ... ყველას ბულკები რომ არიან )))) დინამოს უნდა ერქვას ს.კ ბულკები
კონტრაქტი კია 1 წლიანი მაგრამ ზაფხულშივე წავა, ახლა უბრალოდ ვერაფერი საინტერესო ვარიანტი ვერ გამონახა და...
კაია, ამ გუნდის დაცვის ხაზის გაძლიერება მაგრად გამოგვადგება საკვალიფიკაციოებზე.
გაუმარჯოს ძმა. ორი წელია რაღაც ბაიერნის სტატიებზე აღარ ჩანხარ, რახდება
სალამი, შენ ვერ გიხსენებ როელი ხარ? რავი ბაიერნთან რა მინდა რო ?