რომის "ლაციო" არ აპირებს ბრაზილიელი ფეხბურთელი ანდრეას პერეირას სრულფასოვანი ტრანსფერი განახორციელოს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, რომაელები კმაყოფილები არ არიან ფეხბურთელის მუშაობით და სეზონის დასრულების შემდეგ პერეირა ინგლისში დაბრუნდება.
ანდრეასი "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლაციოში" ერთწლიანი იჯარის წესით გაანათხოვრა და იტალიელებმა ფეხბურთელის 22 მილიონად გამოსყიდვის პუნქტი დაიტოვეს. მიმდინარე სეზონში პერეირამ სერია A-ში 15 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ორჯერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. აღნიშნული მატჩებში ანდრეასმა ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.