სხვა

20:52 | 3.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: "დინამო თბილისის" მარცხი "ფერენცვაროშთან"

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისმა“ მეხუთე ტურის მატჩი ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერ „ფერენცვაროშთან“ ჩაატარა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია. როგორც ჩანს, დეიან სტანოევიჩის გუნდი ტურნირის ამ ეტაპზე საკმაოდ მოუმზადებელი შეხვდა.

„დინამომ“ გუშინ აუტსაიდერ „ჰანოვერთან“ უბრძოლველად დამარცხდა და ვერც უნგრულ გუნდს გაუწია ღირსებული წინააღმდეგობა. მატჩის ბედი პირველივე პერიოდში გადაწყდა, რომელიც თბილისურმა გუნდმა 0:5 წააგო და ცხადია, მერე ბრძოლაში დაბრუნება გაუჭირდა.

საბოლოოდ, „დინამომ“ 4:11 წააგო და მხოლოდ მესამე პერიოდი ჰქონდა პოზიტიური, რომელშიც 2:1 იმარჯვა.

„დინამო თბილისი“ ხუთი ტურის თავზე 1 მოგებით და 4 წაგებით B ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 4 მარტს იტალიურ „ბრეშასთან“ გამართავს.

„დინამო თბილისი“ – „ფერენცვაროში“ 4:11 (0:5, 1:3, 2:1, 1:2)

0.119372