მილანის "ინტერმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" რომელუ ლუკაკუს ტრანსფერთან დაკავშირებული ბონუსი არ გადაუხადა და შესაძლოა ამის გამო დაჯარიმდეს. აღნიშნულ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.
"ნერაძურიმ" ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი 2019 წლის ზაფხულში 74 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა და ბონუსის სახით მომავალში ხუთი მილიონი უნდა გადაეხადა, თუმცა კლუბი დანამატის გაცემას აგვიანებს. იტალიური გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა "ინტერმა" ინგლისელებს კომპენსაციის სახით 50 მილიონი გადაუხადოს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" კომპენსაციის სანაცვლოდ ფეხბურთელს ითხოვს. საუბარია ლაუტარო მარტინესსა და მილან შკრინიარს შორის, თუმცა უცნობია მილანელების პოზიცია აღნიშნულ საკითხზე.