ფეხბურთი

19:29 | 3.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელი" სამპაოლიმ ჩაიბარა

მარსელის "ოლიმპიკის" მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი იქნება. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, "მარსელმა" ყოფილ მწვრთნელთან ანდრე-ვილაშ ბოაშთან ხელშეკრულება ოფიციალურად გაწყვიტა, ხოლო ახალი მწვრთნელი უკვე საფრანგეთშია და კარანტინის პერიოდის გავლის შემდეგ, ხელშეკრულება გაფორმდება.

ხორხე სამპაოლის წლების განმავლობაში "ემელეკის", "უნივერსიდად დე ჩილეს", "სევილიას", "სანტოსის" და "ატლეტიკო მინეიროს" წვრთნიდა. ეროვნული ნაკრების დონეზე კი არგენტინის და ჩილეს ეროვნულ გუნდებს წვრთნიდა და კოპა ამერიკა აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11114