ფეხბურთი

18:22 | 3.03.2021 | ნანახია 573 - ჯერ

ელგუჯა ლობჯანიძის გადამწყვეტი პენალტი ყაზახეთის სუპერთასზე (+VIDEO)

ყაზახეთის სუპერთასის ნახევარფინალში ელგუჯა ლობჯანიძის „ტობოლმა“ ალმატის „კაირატი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ქართველმა ფორვარდმა გაიტანა.

ლობჯანიძე თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო და „ტობოლში“ დებიუტი ჰქონდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, ფრედ 3:3 დასრულდა და გამარჯვებული პენალტების სერიამ გაარკვია.

„ტობოლის“ რიგებში ბურთთან მეოთხე ლობჯანიძე მივიდა, გაიტანა და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა (4:2 პენალტების სერიაში). შეგახსენებთ, რომ ელგუჯა ლობჯანიძე „ტობოლს“ ცოტა ხნის წინ შეუერთდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.082543
573