ფეხბურთი

11:44 | 3.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "ინგლისის ჩემპიონი ისევ "ლივერპულია"

„მანჩესტერ სიტის“ საოცარი სერია გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ „ვულვზთან“ მე-80 წუთამდე ანგარიში 1:1 იყო, საბოლოოდ, 4:1 იმარჯვა. პეპ გვარდიოლა ამის მიუხედავად არ თვლის, რომ მისი გუნდი უკვე ინგლისის ჩემპიონია („სიტის“ 15-ქულიანი უპირატესობა გააჩნია).

„რეკორდები? ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ახლა ჩვენ მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედზე“ ვფიქრობთ. ინგლისის ჩემპიონი ისევ „ლივერპულია“, გვირგვინი მათ ეკუთვნით, ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვართ და ვეცდებით ტიტულის მოპოვებას, მაგრამ ჩემპიონი „ლივერპულია“.

ვიცით, რომ კიდვ 33 ქულაა დარჩენილი. ერთი-ორი დღე დასვენებისთვის გვექნება და შემდეგ „მანჩესტერთან“ მატჩისთვის მზადებას დავიწყებთ. წარსულში „ოლდ ტრაფორდზე“ უკეთესი შედეგები გვქონდა, ვიდრე შინ. თუმცა, ვიცი, რამდენად ძლიერია ჩვენი მეტოქე. ზამთარში ინგლისში ნამდვილი ჯოჯოხეთი ხდება, მაგრამ ამაყი ვარ, რომ ეს პერიოდი შესანიშნავად გამოვიარეთ“, - თქვა გვარდიოლამ.

„მანჩესტერ სიტი“ 7 მარტს „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება. ტოპ ლიგების გუნდებიდან გამარჯვებათა სერიის რეკორდამდე გვარდიოლას გუნდს ორი გამარჯვება აშორებს. ამ დროისთვის „სიტი“ 21 მოგებით მესამე ადგილზეა და ჩამორჩება კარლო ანჩელოტის „რეალს“, რომელმაც 2014 წელს 22 მატჩი მოიგო და ჰანსი ფლიკი „ბაიერნს“, რომელმაც შარშან მიჯრით 23 გამარჯვება მოიპოვა.

0.156966