ჩოგბურთი

4:59 | 3.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

როჯერ ფედერერი მაიამის ღია პირვეოობას გამოტოვებს

როჯერ ფედერერმა გადაწყვიტა, რომ არც მაიამის ღია პირველობაზე იასპარეზოს. მუხლის ორი ოპერაციიდან 12 თვის შემდეგაც, შვეიცარიელი ჩოგბურთელი ინდივიდუალურ მზადებას აგრძელებს და მომდევნო კვირაში ყატარის ღია პირველობაზე იასპარეზებს.

მასტერს 1000-ის სერიის ტურნირის განაცხადში ჯერჯერობით რჩებიან ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი, ნაომი ოსაკა და სერენა უილიამსი. ტურნირი 22 მარტს დაიწყება და 4 აპრილს დასრულდება.

როგორც 39 წლის ფედერერის აგენტი ტონი გოდსიკი ამბობს, დოჰას (ყატარი) ტურნირის შემდეგ, შვეიცარიელი დუბაის ტურნირზე გამოსვლასაც გეგმავს. შემდეგ კი დაისვენებს და ვარჯიშს გააგრძელებს.

მაიამის ტურნირის ორგანიზატორებმა ტვიტერზე დაწერეს: „წელს დაგვაკლდები, მაგრამ 2022-ში ისევ გიხილავთ“!

ფედერერმა ბოლოს ავსტრალიის 2020 წლის ღია პირველობაზე ითამაშა, სადაც ნახევარფინალში ჯოკოვიჩთან წააგო.

ბრიტანელი ყოფილი ჩოგბურთელი ტიმ ჰენმანი, ვინც ტელეარხ „ევროსპორტზე“ ექსპერტის როლში მუშაობს, ამბობს, რომ ფედერერი ტურზე ბოლო სეზონს ატარებს და ძალებს იმისთვის უფრთხილდება, რომ ყველაზე გამორჩეული ტურნირები მოიგოს. ასეთ ტურნირებს შორის კი არის ტოკიოს ოლიმპიადა - ფედერერის მონაგარს ჯერ ისევ აკლია ოლიმპიური ოქრო.

0.11632