ფეხბურთი

21:12 | 2.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ სერია A-ში საუკეთესოდ დაასახელეს

იტალიის სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად მილანის „ინტერის“ ფორვარდი რომელუ ლუკაკუ დასახელდა. ამის შესახებ ლიგის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

ლუკაკუმ თებერვალში 4 მატჩში 4 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის შესრულება მოახერხა და მისი გუნდის პირველ ადგილზე ყოფნაში დიდი წვლილი მიუძღვის.

ბელგიელ შემტევს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 18 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება (19 გოლი).

0.117079