სხვა

12:52 | 2.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

სუმოს განახლებულ რეიტინგში ტოჩინოშინმა რეგრესი განიცადა - ჰარუ ბაში 14 მარტს დაიწყება

იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სუმოისტები ჰარუ ბაშოზე იასპარეზებენ.

ლევან გორგაძე იგივე ტოჩინპშინი გაზაფხულის სუპერტურნირზე აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდებით იასპარეზებს, რადგან იანვრის ბაშოზე მან დადებითი ბალანსის განაღდება ვერ მოახერხა და რეიტინგში 3 საფეხურით დაქვეითდა. ეს კი იმის წინაპირობაა, რომ მარტში გასამართ ტურნირზე ქართველ გოლიათს შედარებით დაბაი რანგის მეტოქეები ეყოლება.

რეიტინგის უმაღლეს პოზიციაზე ყველაფერი უცვლელად დარჩა. ლიდერის პოზიციებს კვლავ ჰაკუჰო და კაკურიუ იკავებენ. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ კაკურიუსთვის ეს ბაშო ალბათ ბოლო შანსი იქნება, რადგან თუ ის ისევ ვერ გამოვა დამდეგ ტურნირზე, ან ასპარეზობის შემთხვევაში მაღალ შედეგს ვერ დადებს, დიდი ალბათობით კარიერის დასრულება მოუწევს.

წლის მეორე სუპერტურნირი კოვიდ-პანდემიის გამო ოსაკას ნაცვლად კვლავ ტოკიოში ჩატარდება, რომელიც სტარტს 14 მარტს აიღებს და 28 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114842