ყაზანის „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რუსულმა გამოცემა Sport-express-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელიც მთლიანად ხვიჩას მომავალზე საუბარს დაეთმო.
როდის, რა ფასში და რომელ გუნდში უნდა გაყიდოს „რუბინმა“ 20 წლის ქართველი? რუსულმა გამოცემამ ეს თემა დეტალურად გაარჩია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„რუბინი“ წინადადებებს 15 მილიონი ევროდან განიხილავს
„ხვიჩა კვარაცხელია „სპარტაკი“ – „რუბინის“ (0:2) მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მან ყაზანელთა ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა. ქართველმა კიდევ ერთხელ აჯობა მოწინააღმდეგეებს და სხვებზე მეტად გაამწვავა თამაში.
ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში „რუბინი“ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ხვიჩას გაყიდვას: კლუბს აქვს მკაფიო წესი - არ გაიყიდოს გუნდის ლიდერები შუა სეზონში, როდესაც მათი შეცვლა შეუძლებელი იქნება.
SE (Sport-express)-ის ინფორმაციით, „რუბინის“ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს გაყიდოს ქართველი ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში. კლუბს არ სურს კვარაცხელიას ზედმეტად დაყოვნება. მენეჯერები მიიჩნევენ, რომ ის უკვე მზადაა თითქმის ნებისმიერ ევროპულ კლუბში ითამაშოს. კლუბს მსგავსი გამოცდილება უკვე ჰქონდა სერდარ აზმუნთან, რომელიც მიზანმიმართულად ემზადებოდა ევროპაში გადასასვლელად, ინგლისურ კლუბებთან მოლაპარაკებებს წარმოებდა, მაგრამ ბოლოს ზედმეტად გაჭიანურდა და „ზენიტს“ მიჰყიდეს. გამანადგურებელი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი გამოდგა, რის შედეგადაც „რუბინს“ სხვა წინადადებები აღარც ჰქონია.
ეს გამოცდილება გათვალისწინებული იქნება ხვიჩას შემთხვევაში. ფეხბურთელს გაყიდვა სჭირდება მაშინ, როდესაც მასზე მოთხოვნაა და მზად არის ევროპაში წასასვლელად. გასულ წელს „რუბინმა“ წინადადება მიიღო რუსეთიდან, „კრასნოდარმა“ ოფიციალური წინადადება წარმოადგინა და ჩვენი ინფორმაციით, 10 მილიონ ევროსაც იხდიდა, თანაც მზად იყო ხვიჩა იჯარით „რუბინში“ დაეტოვებინა. ყაზანში ამ წინადადებაზე უარი თქვეს: მათ არ სურთ ხვიჩას გაყიდვა რუსულ კლუბში და მიზანი ევროპაში გაყიდვაა.
SE-ს ინფორმაციით, „რუბინი“ კვარაცხელიას გაყიდვას 15 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს. კლუბი მზადა წინადადებები მხოლოდ მინიმუმ 15 მილიონი ევროს შემთხვევაში განიხილოს, თუ რა თქმა უნდა, ეს არ არის „რეალი“ ან „ბარსელონა“.
„რუბინი“ დაჟინებით მოითხოვს შემდეგი ტრანსფერიდან პროცენტულ წილს, როგორც აზმუნის შემთხვევაში
ჩვენი ინფორმაციით, „რუბინი“ კვარაცხელიას სამომავალო ტრანსფერში პუნქტის შეტანას აპირებს, რომ მომდევნო ტრანსფერიდან გარკვეული თანხა მიიღო. ასე იყო აზმუნის შემთხვევაში, როდესაც ის „ზენიტში“ გადავიდა. თუ ირანელი კლუბს შეიცვლის, ტრანსფერის 20% „რუბინს“ ერგება. იგივე ვარიანტი იქნება ხვიჩას გარიგებაში - ეს არის 20-25%. გამოდის, რომ “რუბინი“ ნებისმიერ შემთხვევაში კვარაცხელიას ტრანსფერისგან 15-20 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს.
ამიტომ, შეიძლება კომპენსაციის თანხა უფრო უმნიშვნელო იყოს, ვიდრე ის, თუ რომელ კლუბში გადავა ხვიჩა. თუ ფეხბურთელი შესაფერის გუნდში აღმოჩნდება, სადაც ის პროგრესირებას გააგრძელებს და ახალ დონეს მიაღწევს, მაშინ „რუბინი“ უფრო მეტ ფინანსურ სარგებელს ნახავს. კლუბი ელოდება, რომ სერიოზულ ევროპულ კლუბში ხვიჩას ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ტრანსფერიდან რამდენიმე წელიწადში „რუბინს“ შეეძლება ქართველის ტრანსფერისგან დამატებით 10 მილიონი ევრო მიიღოს.
სად წავა ხვიჩა?
ზამთარში „რუბინს“ ოფიციალური წინადადებები არ მიუღია. SE-ს ცნობით, ქართველის მიმართ ინტერესი კვლავ საუბრებისა და მიმართვის დონეზეა, მაგრამ არა ოფიციალური დოკუმენტებით. ხვიჩათი დაინტერესებული გუნდები არ არიან იტალიის წამყვანი კლუბები და არც ევროპის ტოპ 5 ლიგის სხვა ლიდერები.
ხვიჩას ქართული პასპორტი გართულება. საქართველომ ვერ შეძლო ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, სადაც 24 გუნდი ითამაშებს. ეს ხელს უშლის მოლაპარაკებებს, რადგან აგენტებსა და სკაუტებს ესპანელი, ფრანგი, ბრაზილიელი და არგენტინელი ფეხბურთელების გადაბირებას ამჯობინებენ.
„რუბინისა“ და ხვიჩას მთავარი მიზანია იპოვონ ისეთი ვარიანტი, სადაც მოთამაშე განვითარდება. რა თქმა უნდა, კვარაცხელია „ბაიერნის“ ან „ლივერპულის“ დონის უმაღლესი კლუბისთვის მზად არ არის. „რუბინში“ ეს იციან, ამიტომ ისინი მიზნად ისახავენ შუალედურ ვარიანტს და კლუბს, რომელიც პლაცდარმი იქნება. გუნდი, რომელიც ტოპების დაბლა არის, ვერ იბრძვის მედლებისთვის, მაგრამ ევროტურნირებზე თამაშობს.
კვარაცხელია თებერვლის დასაწყისში 20 წლის გახდა, ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ პრემიერლიგისთვის ოდნავ გადაიზარდა. მას ყველაზე მეტი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო აქვს მიმდინარე სეზონში - 5. „ხვიჩა, როგორც ჩანს, სხვა ლიგიდანაა“, - თქვა „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა „სპარტაკთან“ გამარჯვების შემდეგ.
კვარაცხელიას ოცნებაა „რეალის“, რომლის გულშემატკივარი ბავშვობიდანვე, ყოველთვის ფიფას კომპიუტერულ თამაშში ირჩევს, აკვირდება გუდის შედეგებს და უყურებს მიმოხილვებს. ქართველი მიზნად ისახავს მომავალში მადრიდში თამაშს. და, ოცნება რომ ახდეს, საჭიროა, რაც შეიძლება მალე დატოვოს რუსეთი.“
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა და გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. გასულ სეზონში ქართველის გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად და ამავდროულად, რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა. მიმდინარე სეზონში ხვიჩას 17 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი, სამ-სამჯერ კი საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი მიითვალა.