ჩოგბურთი

4:39 | 2.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ფედერერის მიღწევა გაიმეორა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა როჯერ ფედერერის ყველა დროის რეკორდი გაიმეორა - ATP-ს რეიტინგის სათავეში 310 კვირა გაატარა. უფრო მეტიც, სერბის მიერ ავსტრალიის ღია პირველობის მეცხრედ მოგება იმის გარანტიას იძლევა, რომ 8 მარტს ის ფედერერის მიღწევას გადაასწრებს.

თავის შესანიშნავ კარიერაში მორიგი მიღწევის დაფიქსირების შემდეგ, ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ თავის სათამაშო კალენდარს ისე შეცვლის, რომ აქცენტი დიდი სლემის ტურნირებზე გადაიტანს. მისი თქმით, ახლა მთავარ მიზნად, იმავე ფედერერის და რაფაელ ნადალის ერთობლივი რეკორდის - დიდი სლემის 20 ტიტულის მოპოვებას ისახავს.

„ახლა, როცა კიდევ ერთი ისტორიული მიღწევა მაქვს, მეტ ყურადღებას დიდი სლემის ტურნირებს დავუთმობ. როდესაც რეიტინგის სათავეში დარჩენას ცდილობ, მთელ სეზონს თამაშობ და თან, კარგად უნდა ითამაშო, ბევრ ტურნირზე უნდა გამოხვიდე. ამიერიდან, ჩემს განრიგს ახალ მიზანს მოვარგებ“, - ამბობს ფედერერი.

33 წლის ჯოკოვიჩმა მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი, ნადალს შარშან თებერვალში ჩამოართვა. მანვე გასული სეზონი პირველ ჩოგნად დაასრულა, რაც მეექვსედ შეძლო, რიტაც ამერიკელი პიტ სამპრასის მიღწევა გაიმეორა.

0.133221