ფეხბურთი

0:58 | 2.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია: "ყველა დაკარგული ქულა შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს"

კვიპროსის ჩემპიონატის 27-ე ტურში ფამაგუსტას „ანორთოსისი“ შინ „აპოლონთან“ მარცხს თორნიკე ოქრიაშვილისა და გიორგი ქვილითაიას გოლებით გადაურჩა (2:2). თამაშის შემდეგ ფამაგუსტელთა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ნებისმიერი დაკარგული ქულა მნიშვნელოვანია.

„რა თქმა უნდა, თამაში კარგად ვერ დავიწყეთ, გოლი მარტივად გავუშვით და შემდეგ „აპოლონი“ 10 ფეხბურთელით დარჩა. ყველანაირად ვცდილობდით თამაშის მოგებას, ვეცადეთ ჯერ გათანაბრებას და შემდეგ მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ „აპოლონისთვის“ წაგება უსამართლობა იქნებოდა, რადგან 70 წუთის განმავლობაში რიცხობრივ უმცირესობაში ითამაშა. მეორე ტაიმში 20 წუთზე მეტს ხანს არანაირი ფეხბურთის თამაში არ ყოფილა.

როდესაც ასეთ მარტივ გოლებს უშვებ, ნიშნავს, რომ „აპოელს“ ჰაერს აწვდი. პირველი ყველაზე მეტად მაწუხებს, რადგან ძალიან ცუდად ვითამაშეთ, დაცვაში სამი მოთამაშე გვყავდა და „აპოლონის“ ფეხბურთელი მაინც მარტო დავტოვეთ. ბევრი თამაში გვაქვს და ეს ადვილი არ არის. ნებისმიერი დაკარგული ქულა შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს, რადგან როდესაც ვერ იგებ, სხვები მოიგებენ. მაგრამ, ჩვენ ბოლომდე ვეცდებით“, - თქვა ქეცბაიამ.

„ანორთოსისი“ 52 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში ლიდერ „ომონიას“ შეხვდება, რომელსაც 7 ქულით ჩამორჩება, „აპოლონს“ კი 55 ქულა აქვს და მესამე საფეხურზეა.

0.115587