იტალიის სერია A-ს აუტსაიდერმა „კროტონემ“ მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. წარუმატებელი შედეგების გამო ჯოვანი სტროპა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მის ნაცვლად კი სერსე კოზმი დაინიშნა.
62 წლის სპეციალისტის ბოლოს „პერუჯაში“ მუშაობდა, ხოლო იტალიის სერია A-ში მას 2012 წლის შემდეგ არ უმუშავია, როდესაც მცირე ხნით „სიენას“ მთავარი მწვრნელი იყო.
სერსე კოზმის სამწვრთნელო კარიერაში არაერთი გუნდი გაუწვრთნია, მაგრამ განსაკუთრებული კვალი „პერუჯაში“ დატოვა, რომელსაც 2000-2004 წლებში წვრთნიდა.