ფეხბურთი

19:38 | 1.03.2021 | ნანახია 1027 - ჯერ

ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე "დინამო ბათუმის" ფეხბურთელია

ლევან მჭედლიძე კარიერას „დინამო ბათუმში“ გააგრძელებს. აჭარული გუნდის რიგებში 30 წლის ფორვარდი რამდენიმე დღე ვარჯიშობდა და დღეს მასთან კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დადასტურდა.

ამრიგად, მჭედლიძის კარიერაში „დინამო ბათუმი“ „დინამო თბილისის“ შემდეგ მეორე ქართული გუნდი იქნება. თბილისელთა რიგებში ის 2019 წელს თამაშობდა და 1 გოლი გაიტანა, სწორედ „დინამო ბათუმის“ კარში.

მჭედლიძის კარიერის დიდი ნაწილი იტალიაში აქვს გატარებული, სადაც „ემპოლისა“ და „პალერმოს“ ღირსებას იცავდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი მის ანგარიშზე 32 მატჩში 2 გოლია.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:39 | 01.03.2021
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

იმედია აქ მაინც არ იქნება სულ ლეწვაში !

01:28 | 02.03.2021
ს.კ.1923 დ.ბ. (2014)

მშვიდობა ხომაა მეგობარო?!ღიმილის სმაილი რატომ არ დასვი?

16:29 | 02.03.2021
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

შენ გული არ დაგწყდეს :დ:დ:დ:დ

22:49 | 01.03.2021
davidinho (1027)

ძალიან კარგი

21:37 | 01.03.2021
vaxo_5 (548)

ანანიძესთან კარგი დუეტი გამოუვიდოდათ

21:04 | 01.03.2021
lagashi (6738)

თუნდაც სეზონის ნახევარი იყოს ჯანმრთელად, მაინც სერიოზულ შეღავათს გაუწევს გუნდს. მიუხედავად გაუთავებელი ტრამვიანობისა, მაინც აშკარად ეტყობა სულ სხვა კლასი რომაა ვიდრე ჩვენი ჩემპიონატი

19:59 | 01.03.2021
ს.კ.1923 დ.ბ. (2014)

ხომ ჩაუვარდი ბოლოს ნავალას ხელში?!

0.067863