ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირში ჩაერთო და პირველივე წრეში მარცხი განიცადა. ქართველი ჩოგბურთელი ბრიტანელ კონერ ნორის შეხვდა, რომელიც რეიტინგში 65-ე ადგილს იკავებს.
ბასილაშვილმა პრაქტიკულად უბრძოლვევად წააგო საათსა და 4 წუთში - 0:6, 3:6. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ 29 წლის ქართველს თითქმის შანსი არ მისცემია, მხოლოდ მეორე სეტში შეეძლო თამაშის გადარჩენა, როდესაც 3:1 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ უპირატესობა მარტივად გაანიავა, ზედიზედ 5 გეიმი წააგო და საბოლოოდ მატჩიც.
ბასილაშვილის 9 იანვრის შემდეგ არ მოუგია და მიჯრით 5 თამაში აქვს წაგებული, თანაც ყველა მშრალი ანგარიშით, სეტის მოგების გარეშე. გარდა ამისა, ბოლო ოთხ ტურნირს ის პირველ წრეში გამოეთიშა და ბოლოს საუკეთესო შედეგია იანვარში ანტალიის ტურნირზე დააფიქსირა - მეოთხედფინალი.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - კონერ ნორი 0:2 (0:6, 3:6)