ფეხბურთი

18:42 | 6.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოლონელთა თავკაცმა შოტლანდიისა და გერმანიისთვის შემადგენლობა დაასახელა

პოლონეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ, ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში 11 ოქტომბერს გერმანიის და 14 ოქტომბერს შოტლანდიის ნაკრებებთან გასამართი საშინაო მატჩებისთვის შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა სრული სია დაასახელა. რამდენიმე დღის წინ, მან ნაკრებში მიწვეულ ლეგიონერთა ვინაობა გაამხილა, ხოლო ახლა სრული სია გამოაცხადა.

ნავალკამ არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე გააკეთა:

მეკარეები: არტურ ბორუცი (“ბორნმუთი”, ინგლისი), ლუკაშ ფაბიანსკი (“სუონსი”, ინგლისი), ვოიცეხ სჩესნი (“არსენალი”, ინგლისი).

მცველები: იაკუბ ვავრჟინიაკი (“ამკარი”, რუსეთი), ლუკაშ პიშჩეკი (“დორტმუნდი”, გერმანია), კამილ გლიკი (“ტორინო”, იტალია), გჟეგოჟ ვოიტვიაკი (“მიუნხენ-1860”, გერმანია), სებასტიან ბოინიში (“ლევერკუზენი”, გერმანია), არტურ იედრჟეიჩიკი (“კრასნოდარი”, რუსეთი), ლუკაშ შუკალა (“სტიაუა”, რუმინეთი), პაველ ოლკოვსკი (“კიოლნი”, გერმანია), ტიაგო ციონეკი (“მოდენა”, იტალია).

ნახევარმცველები: ტომაშ იოდლოვეცი, მიხალ ჟურო (ორივე “ლეგია”), სებასტიან მილა (“შლიონსკი”), მაცეი რიბუსი (“ტერეკი”, რუსეთი), კამილ გროსიცკი (“რენი”, საფრანგეთი), გჟეგოჟ კრუშოვიაკი (“სევილია”, ესპანეთი), ვოლდემარ სობოტა (“ბრიუგე”, ბელგია), კშიშტოფ მაჩუნსკი (“გუიჯოუ”, ჩინეთი), ფილიპ სტარზინსკი (“რუხი”).

თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”, გერმანია, გუნდის კაპიტანი), არკადაიუშ მილიკი (“აიაქსი”, ჰოლანდია), მიხალ კუხარჩიკი (“ლეგია”), ლუკაშ ტეოდორჩიკი (“დინამო”, კიევი, უკრაინა).

0.118458