ფეხბურთი

19:19 | 28.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" დირექტორი: "როგორც ჩანს, ხვიჩა სხვა ლიგიდანაა"

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის მეოცე ტურში მოსკოვის „სპარტაკთან“ (2:0) შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ორივე გოლი მისი დამსახურებაა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი დაასახელეს, არა მაგალითად, დუბლის ავტორი ჯორჯ დესპოტოვიჩი.

„რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა თამაშის შემდეგ ხვიჩას გარჯას მოკლე, თუმცა ძალზე მკაფიო შეფასება მისცა:

„ხვიჩა, დესპოტოვიჩი, მაკაროვი - მთელმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ ხვიჩა, როგორც ჩანს, სხვა ლიგიდანაა“, - თქვა საიმანოვმა.

მიმდინარე სეზონში ქართველ ფეხბურთელს 17 შეხვედრაში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა. ყაზანის „რუბინი“ 31 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა და 8 მარტს, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ უმასპინძლებს.

0.123841