სხვა

0:00 | 28.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზუბჩიჩის რევანში ბანსკოში

ბულგარეთის ბანსკოში, სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის გიგანტური სლალომის ეტაპი გაიმართა, რომელიც ხორვატმა ფილიპ ზუბჩიჩმა მოიგო. კორტინაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ამავე დისციპლინაში ზუბჩიჩს კვარცხლბეკამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა, ბანსკოში კი იმ მარცხის რევანში აიღო. ზუბჩიჩისთვის ეს მსოფლიო თასის მიმდინარე სეზონში მოგებული მეორე გიგანტური სლალომია.

პირველი ცდის შემდეგ, ფრანგ მატიო ფევრს, ვინც კორტინაში ოქროს ორ მედალს დაეუფლა, საუკეთესო დრო ჰქონდა. მან ზუბჩიჩს 0.11 წამით აჯობა. მესამე შედეწგი ფევრის თანაგუნდელ ალექსის პინტუროს ჰქონდა.

საბოლოო შედეგებზე ამინდმა იქონია გავლენა - თბილი ამინდის გამო, თოვლი დარბილდა და მონაწილეთა სიჩქარემ იკლო. ამის წყალობით, გვიან გამომსვლელბმა უპირატესობა მიიღეს. მაგრამ პირველი ცდის შემდეგ, პირველ ზუბჩიჩს და ფევრს იმდენად დიდი უპირატესობა ჰქონდათ, რომ მათ პაექრობაში ვერავინ ჩაერია. საბოლოოდ, ხორვატმა მეტოქეს 0.40 წამით აჯობა.

მესამე ადგილი ავსტრიელმა შტეფან ბრენშტაინერმა დაიკავა, ვისთვისაც ეს კარიერაში პირველი კვარცხლბეკია. მეორე ცდის შემდეგ, მან ორი საფეხურით წინ წაწევა შეძლო. პინტურო კი საბოლოოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. თუმცა ამის მიუხედავად, მსოფლიო თასის აბსოლუტურ ჩათვლაში ის ლიდერობას ინარჩუნებს. გიგანტური სლალომის მცირე გლობუსისთვის ბრძოლაშიც ლიდერი პინტუროა, ვინც მეორეზე მყოფ ზუბჩიჩს 22 ქულას უგებს.

ბანსკო კვირასაც გიგანტურ სლალომს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161763