საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონი, პოლონელი იგა სვიატეკი კიდევ ერთი ჩოგბურთელია, ვინც ყატარის ღია პირველობაზე არ ითამასებს. სვიატეკმა ახლახანს თავის კარიერაში მეორე ტურნირი - ადლაიდას საერთაშორისო მოიგო და განცხადა, რომ ყატარში მხოლოდ იმის გამო არ ითამაშებს, რომ ტრავმა აიცილოს თავიდან.
დოჰაში ასევე არ ითამაშებს მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ავსტრალიელი ეშლი ბარტი, რომელსაც მარცხენა ფეხის ტრავმა აქვს. სპარსეთის ყურეში არც მსოფლიოს მესამე ჩოგანი, რუმინელი სიმონა ჰალეპი და აშშ-ის 2019 წლის ღია პირველობის ჩემპიონი, კანადელი ბიანკა ანდრეესკუ ითამაშებენ.
„გუშინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დოჰაზე არ ვითამაშოთ, რადგან რამდენიმე ძალიან ინტენსიური კვირა გველის და არ მინდა, სხეული გადავტვირთო“, - განაცხადა სვიატეკმა, ვინც ადელაიდას ტურნირის ფინალში, შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი 6-2 6-2 დაამარცხა.