სხვა

2:14 | 28.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ემირატებში რბოლა ტურ დე ფრანსის ჩემპიონმა მოიგო

ტურ დე ფრანსის ჩემპიონმა, სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა არაბეთის გაერთიანებული ემირატების ტური მოიგო. 7 ეტაპის ჯამში, „UAE ტიმ ემირატსის“ ლიდერმა, „ინეოს გრენადერსის“ ბრიტანელ ადამ იეიტსს 35 წამით აჯობა. მესამე ადგილი კი „დესონინკ ქვიკ-სტეპის“ პორტუგალიელმა ჟოაო ალმეიდამ დაიკავა.

ბოლო ეტაპზე, რომლის 147-კილომეტრიანი დისტანცია კუნძულ იასიდან აბუ დაბიმდე, მეტწილად სწორ გზაზე გადიოდა, პოგაჩარმა იოლად შეინარჩუნა წინა ეტაპებზე მოპოვებული უპირატესობა. ბოლო ეტაპი კი „ლოტო სუდალის“ ავსტრალიელმა ქალებ ევანმა მოიგო, რომელმაც სპრინტერულ ფინიშზე „დესონინკ ქვიკ-სტეპის“ ირლანდიელ სემ ბენეტს აჯობა.

არადა, ფინიშის სწორზე პირველი სწორედ ბენეტი შევიდა, რომელსაც ორი ეტაპი უკვე მოგებული ჰქონდა. „აქ ეტაპის მოსაგებად ჩამოვედი. წინა ეტაპებზე საშუალო შედეგები მქონდა და ბოლოზე რამე უნდა მეღონა. გუნდმა ამისთვის ბევრი რამ გააკეთა. მათი შემწეობით, ფინიშს კარგი განწყობით მივაღწიე, რამაც სპრინტში კარგი ტემპის აკრეფაში შემიწყო ხელი“, - განაცხადა ავსტრალიელმა.

პოგაჩარი ბოლო ეტაპის სტარტამდე, სხვა ველომრბოლზე მიწოლისთვის, 10 წამით დააჯარიმეს. მაგრამ მან და მისმა თანაგუნდელებმა იეიტსის და „ინეოსის“ (რომელშიც ბრიტანელი პირველ სეზონს ატარებს) ყველა შეტევა მოიგერიეს. ფინიშამდე 40 კილომეტრით ადრე კი იეიტსი, ვინც რებოლაში მოქმედი ჩემპიონის სტატუსით მონაწილეობდა, რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად დაეცა და ჩამორჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100397