საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურის მატჩში, „დიჟონმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა.
პარიზელები უკვე მე-6 წუთზე დაწინაურდნენ. გოლი მოიზე კინმა გაიტანა. ნახევარი საათის თავზე სტუმართა უპირატესობა კილიან მბაპემ პენალტით გააორმაგა. 51-ე წუთზე მანვე დუბლი მიითვალა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. წერტილი კი დანილომ დასვა დამთავრებამდე რვა წუთით ადრე.
პსჟ-მა 57 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დადგა. ლიდერი კი 58 ქულიანი „ლილი“ გახლავთ.