ფეხბურთი

21:25 | 27.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ „სევილიას“ მოუგო და „რეალს“ გადაუსწრო

ესპანური პრიმერას 25-ე ტურის მატჩში, „ბარსელონამ“ სტუმრად „სევილია“ დაამარცხა (0:2), 53 ქულა დააგროვა, „რეალს“ ერთი პუნქტით გაუსწრო და მეორე ადგილზე დადგა, თუმცა მადრიდელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ გამართული.

ყურადღების ცენტრში ისევ ლიონელ მესი მოექცა, რომელმაც ნახევარი საათის თავზე ჯერ უსმან დემბელეს გაატანინა, დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე კი თავად გამოიჩინა თავი.

0.115647