ფეხბურთი

15:56 | 27.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილამ" ნორვეგიული "ვალერენგას" ფეხბურთელი იჯარით დაიმატა

გორის „დილამ“ ახალი სეზონის წინ გვინეელი ფეხბურთელი ოსმან კამარა დაიმატა. 22 წლის შემტევი ნახევარმცველი ბოლოს ნორვეგიულ „ვალერენგაში“ თამაშობდა და გორელთა რიგებს 1-წლიანი იჯარით შეუერთდა.

მას „ვალერენგას“ გარდა სამშობლოში და შვედურ „ესკილსტუნაში“ უთამაშია და 22 წლისაა. გარდა ამისა, გვინეის 17-წლამდე ნაკრებში 2 თამაში ჩაატარა.

შეგახსენებთ, გორის „დილა“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში 28 თებერვალს, ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს.

0.114563