კალათბურთი

1:07 | 27.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბექა ბურჯანაძემ "გრან კანარია" დატოვა

ბექა ბურჯანაძემ „გრან კანარიასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და შესაბამისად კლუბი დატოვა. ამის შესახებ ესპანური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

ესპანელთა ვებგვერდის ცნობით, ბურჯანაძემ პირადი მიზეზებით კონტრაქტის გაწყვეტა თავად მოითხოვა და მხარეებმა ორმხრივ შეთანხმებას ადვილად მიაღწიეს.

ბექა ბურჯანაძე ლიგა ენდესას მიმდინარე სეზონში 5.7 ქულას, 3.1 მოხსნას და 0.9 პასს აგროვებდა. 27 წლის კალათბურთელი კანარიელთა რიგებში 2019 წლიდან ირჯებოდა. მანამდე ბექა „გიპუზკოასა“ და „მორაბანკ ანდორას“ წევრიც იყო.

0.146917