საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ გვინეელი ფეხბურთელი სეკუ კეიტა გაიფორმა. ამის შესახებ დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება და მხარეებს შორის 1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
კეიტას სხვა და სხვა პერიოდში მადრიდის „ატლეტიკოს“ B გუნდში, ფრანგულ „ლავალში“, „ევიანში“, „რედ სტარსა“ და „შოლეში“, აგრეთვე კვიპროსულ „ერმისსა და ლუქსემბურგულ „დუდლანჟში“ უთამაშია, ბოლოს კი ქუვეითში, „ალ არაბის“ ღირსებას იცავდა.
26 წლის თავდამსხმელს გვინეის ნაკრებში 7 თამაში აქვს ჩატარებული და გოლი არ გაუტანია.