ფეხბურთი

10:54 | 26.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

AS: ფლორენტინო პერესი უეფას კაზემიროს დისკვალფიკაციის გაუქმების თხოვნით მიმართავს

მადრიდის „რეალი“ უეფას კაზემიროს ყვითელი ბარათის გაუქმების თხოვნით მიმართავს. As-ი იტყობინება, რომ ფლორენტინო პერესი უეფაში წერილის გაგზავნას აპირებს და ბრაზილიელი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციის ანულირებას მოითხოვს.

კაზემირომ „ატალანტასთან“ მატჩში ყვითელი ბარათი მიიღო და საპასუხო შეხვედრა უნდა გამოტოვოს, მაგრამ პერესი დარწმუნებულია, რომ იმ მომენტში ბერგამოელთა თავდამსხმელის, დუვან ძაპატას მხრიდან სიმულაციას ჰქონდა ადგილი და მსაჯმა სებასტიან შტილერმა კაზემიროს ყვითელი ბარათი შეცდომით უჩვენა...

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის მე-17 წუთზე „ატალანტას“ რემო ფროილერი გაუძევეს (უსამართლოდ), მაგრამ როგორც ჩანს, პერესისთვის და „რეალისთვის“ მსაჯი არა იმ მომენტში, არამედ კაზემიროს ეპიზოდში შეცდა.

შეგახსენებთ, „რეალმა“ „ატალანტა“ ფერლან მენდის გოლით 1:0 დაამარცხა, ხოლო საპასუხო შეხვედრა მადრიდში 16 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116354