ფეხბურთი

21:08 | 25.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვის მერვე გოლი აზერბაიჯანში (+VIDEO)

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-17 ტურში დავით ვოლკოვმა მორიგი გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „ზირამ“ საკუთარ მოედანზე ბაქოს „ნეფთჩი“ მიიღო და ჩვენებურის წყალობით 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე გავიდა, რომელიც ვოლკოვის ანგარიშზეა. 25 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-17 მატჩში მერვე გოლი გაიტანა.

„ზირას“17 ტურის თავზე 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება.

0.113426