ფეხბურთი

19:06 | 25.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო მბაპეზე და ნეიმარზე: "ჩვენი პოზიცია ნათელია"

„პარი სენ ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ კილიან მბაპესთან და ნეიმართან კონტრაქტების შესაძლო განახლების შესახებ ისაუბრა. ბრაზილიელი მენეჯერის განცხადებით, ორივესთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და მათი პოზიცია ნათელია.

„კილიანი ყოველ ჯერზე უფრო მნიშვნელოვანი ხდება გუნდისთვის. მას უკვე აქვს პასუხისმგებლობა, ასევე სტაბილურობა და მკაფიო კურის. მასთან გვაქვს ურთიერთობა, დიდი ხანია მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჩვენი პოზიცია ნათელია, ვიცით რა გვინდა.მალე დადგება მომენტი, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ.

ნეიმარი? მასთანაც გვაქვს ურთიერთობა. სწორ გზაზე ვართ, მაგრამ ახალი ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის. მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა. ჩემი მიზანია რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ შეთანხმებას“, - თქვა ლეონარდომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107036