ფეხბურთი

14:24 | 25.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰენდერსონმა შესაძლოა ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა, ჯორდან ჰენდერსონმა, შესაძლოა ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს, გვამცნობს The Athletic.

30 წლის ლივერპულელმა საზარდულის დაზიანება 20 თებერვალს, პრემიერლიგის 25-ე ტურში, „ევერტონის“ (0:2) წინააღმდეგ მატჩში მიიღო. მკურნალობას დაახლოებით 6-დან 12 კვირამდე დასჭირდება.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში „ჰენდომ“ 28 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი წლეულს 11 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

0.112513