ოთხშაბათს „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინლურ მატჩში ბუდაპეშტში „გლადბახი“ 2:0 დაამარცხა.
პორტალ Gracenote Live-ს ცნობით, „ქალაქელთა“ მწვრთნელისთვის, ხოსეპ გვარდიოლასთვის, ეს გამარჯვება 81-ე გამოდგა ტურნირში. ამ მაჩვენებლით ის „ტოტენჰემის“ ამჟამინდელ დამრიგებელ ჟოზე მოურინიუს გაუთანაბრდა.
ახლა ესპანელი ლიგაში მოგებების რაოდენობით მხოლოდ სამ სპეციალისტს ჩამორჩება.
- ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი) – 102 გამარჯვება.
- კარლო ანჩელოტი (ევერტონი. ადრე წვრთნიდა: იუვენტუსს, მილანს, ჩელსის, პარი სენ-ჟერმენს, რეალს, ბაიერნსა და ნაპოლის) - 89
- არსენ ვენგერი (არსენალი) - 86
4-5. ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი. წვრთნიდა ბარსელონას და ბაიერნს) - 81
4-5 ჟოზე მოურინიუ (ტოტენჰემ ჰოთსფური. წვრთნიდა პორტუს, ჩელსის, ინტერს, რეალს და მანჩესტერ იუნაიტედს) – 81.