ფეხბურთი

11:27 | 25.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გასპერინი: "მსაჯის გადაწყვეტილება ფეხბურთის თვითმკვლელობა იყო"

ბერგამოს „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ მადრიდის „რეალთან“ მატჩის შემდეგ გერმანელი მსაჯი სებესტიან შტილერი გააკრიტიკა, რომელმაც მე-17 წუთზე იტალიელთა ნახევარმცველი რემო ფროილერი გააძევა.

გასპერინის აზრით, ეს გადაჭარბებული სასჯელი იყო და მას ფეხბურთის თვითმკვლელობა უწოდა:

„ეს ფეხბურთის თვითმკვლელობაა. პროტესტის გამო იტალიაში მეგა დისკვალიფიკაცია მივიღე და ვერაფერს ვიტყვი, თორემ უეფა ორთვიან დისკვალიფიკაციას მომცემს, მაგრამ ეს არის ფეხბურთის თვითმკვლელობა. მსაჯები ფეხბურთის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, მათ აქვთ სატელევიზიო საშუალებები, ყველაფერი და უფრო მეტიც, მაგრამ ნათელი კადრების წინაშეც ვერ ახერხებენ სწორი გადაწყვეტილების მიღებას. ეს ჩვენს ჩემპიონატსაც ეხება. აშკარაა, რომ მან თამაში გააფუჭა და გაძევება გადაჭარბებული იყო“, - თქვა გასპერინიმ.

შეგახსენებთ, რომ კაცნაკლულმა „ატალანტამ“ „რეალთან“ შინ 0:1 წააგო და საპასუხო შეხვედრაში, რომელიც 16 მარტს გაიმართება, მხოლოდ გამარჯვება გაიყვანს შემდეგ ეტაპზე.

0.110981