ფეხბურთი

2:17 | 25.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

უმაყურებლო ფეხბურთის ეფექტი: სტუმრების დომინაცია ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები დასრულდა. დასკვნით ორ შეხვედრაშიც გაგრძელდა ტრადიცია, რომელიც წინა დღეებში დაიწყო - ჯგუფში პირველადგილოსნები გამარჯვება.

მადრიდის „რეალმა“ ბერგამოში „ატალანტას“ აჯობა, ხოლო „მანჩესტერ სიტიმ“ უნგრეთში ნომინალურ მასპინძელ „გლადბახს“ მოუგო. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საპასუხო მატჩებს წყლების აბსოლუტურ უმრავლესობაში აზრი დაეკარგა.

„რეალი“ „ატალანტას“ უდიდესი დანაკლისით ეწვია და ერთბაშად 9 ფეხბურთელი აკლდა, მაგრამ იტალიურ კლუბს, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იყო მაინც მოუგო და ესპანური ფეხბურთის ღირსება დაიცვა. ღირსება იმიტომ, რომ აქამდე ყველა იტალიურ და ესპანურ გუნდს მერვედფინალში წაგებული ჰქონდა და ახლა ისე გამოვიდა, რომ ესპანელებმა ერთი მატჩი მაინც მოიგეს, აი იტალიურმა გუნდებმა ყველა შეხვედრაში მარცხი განიცადეს. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ თამაშზე დიდი გავლენა მე-17 წუთმა მოახდინა, როდესაც მოედნიდან რემო ფროილერი გაააძევეს და კაცნაკლულ „ატალანტას“ გეგმები შეეცვალა. ჯან პიერო გასპერინიმ გუნდი დაცვაში დასვა და მხოლოდ ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნვა დაიწყო. ამასთან ავად თუ კარგად, იტალიური გუნდი ახლოს იყო, მაგრამ 86-ე წუთზე ფერლან მენდიმ ულამაზესი გოლი გაიტანა და ზინედინ ზიდანის გუნდმა მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

რა თქმა უნდა, 1:0 არაფრის გარანტიაა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ საქმე მადრიდის „რეალთან“ გვაქვს და თანაც სტუმრად მოიგო. „ატალანტას“კი მადრიდში ბრძოლა შეუძლია, რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელია. ვნახოთ რა მოხდება 16 მარტს, ნათელია, რომ „სამეფო კლუბი“ მეოთხედფინალთან ძალიან ახლოსაა.

თუ „რეალზე“ მაინც სიფრთხილეა საჭირო ანგარიშიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ „მანჩესტერ სიტი“ 1/4 ფინალშია. პეპ გვარდიოლას გუნდმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-19(!) თამაში მოიგო - სიტყვები ზედმეტია. თანაც, როგორ იგებს „სიტი“ ძალიან ადვილად, დამაჯერებლად და აუღელვებლად. ამჯერად, გვარდიოლას გუნდმა გერმანულ „გლადბახს“ თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა და საპასუხო ინგლისური მატჩს ორბურთიანი უპირატესობით ხვდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ წყვილში ყველაფერი დასრულდა და საპასუხო თამაში მხოლოდ ფორმალობაა.

მაშ ასე, გაიმართა რვავე მერვედფინალური მატჩი, რომელმაც ნათლად დაგვანახა სხვაობა სავსე და ცარიელ ტრიბუნებს შორის. შესაძლოა, ეს უბრალოდ დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია ასეა და შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ - რვიდან 7 მატჩი სტუმარმა გუნდებმა მოიგეს, თანაც უმეტესად ისეთი ანგარიშებით, რომ საპასუხო თამაშებს აზრიც დაუკარგეს. ნათელია, რომ ქომაგების გარეშე დარჩენილმა მასპინძლებმა ვერაფერი გაახერხეს და 7 მასპინძელი დამარცხდა და ერთადერთი გამონაკლისი „პორტუა“, რომელმაც ტურინის „იუვენტუსი“ დაამარცხა. ესეც უფრო არა პორტუგალიელთა დამსახურებით, არამედ იტალიური გუნდის კრიზისით და სისუსტით აიხსნება.

ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო კვირაში პაუზა იქნება და საპასუხო მერვედფინალური სერია 9 მარტს, „იუვენტუსი“ – „პორტუსა“ და „დორტმუნდი“ – „სევილიას“ მატჩებით გაიხსნება.

„ატალანტა“ – „რეალი“ 0:1 (0:0)

ბერგამო, „გევის სთედიუმი“

„ატალანტა“ (3-4-1-2): გოლინი; ტოლოი, რომერო, ჯიმსიტი; მაეჰლე (პალომინო 86), დე რუნი, ფროილერი, გოსენსი; პესინა; ძაპატა (პაშალიჩი 30), მურიელი (ილიჩიჩი 56, მალინოვსკი 86)

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; ვასკესი, ვარანი, ნაჩო, მენდი; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი; ასენსიო (არიბასი 76), ისკო (დურო 76), ვინისიუსი (დიასი 58)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლი: 0:1 მენდი (86)

გაფრთხილება: გოსენსი (71) - კაზემირო (23), მენდი (55)

გაძევება: ფროილერი (17)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 2 (0) – 10 (4) ბურთის ფლობა: 32%-68% კუთხურები: 1:7 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ტობიას შტილერი (გერმანია)

„გლადბახი“ – „მანჩესტერ სიტი“ 0:2 (0:1)

გლადბახი, „ბორუსია პარკი“

„გლადბახი“ (3-5-2): სომერი; ბენსაბაინი, გინტერი, ელვედი; კრამერი, ზაკარია, ლაინერი (ლაზარო 63), ჰოფმანი (ვოლფი 87), ნოიჰაუსი; შტინდლი (ემბოლო 74), პლეა (ტურამი 63)

მწვრთნელი: მარკო როზე

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, დიაში, ლაპორტი, კანსელო; ბერნარდო სილვა, როდრი, გიუნდოგანი; სტერლინგი (მაჰრეზი 69), გაბრიელ ჟესუსი (აგუერო 81), ფოდენი (ტორესი 80)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 0:1 ბერნარდო სილვა (29), 0:2 გაბრიელ ჟესუსი (65)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 2 (1) 0 7 (4) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 0:1 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: არტურ დიაში (პორტუგალია)

0.200961