უნგრეთის თასზე გიორგი ბერიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა, გიორგი ხარაიშვილს კი „ფერენცვაროშში“ დებიუტი ჰქონდა. მერვედფინალურ სტადიაზე ბერიძის „უიპეშტი“ „პუშკაშ აკადემიას“ ესტუმრა და 2:1 აჯობა.
„უიპეშტმა“ ტაიმი 1:0 მოიგო, 83-ე წუთზე გაუშვა და ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ ერთ წუთში გიორგიმ შეტევა დაიწყო, რომელიც თავადვე გოლით დაასრულა და მატჩის ბედი გადაწყვიტა - 2:1. ქართველი ნახევარმცველი 88-ე წუთზე შეცვალეს. სხვათა შორის, მან თასზე მეხუთე გოლი გაიტანა, მანამდე საწყის ეტაპებზე ზედიზედ ორჯერ დუბლი შეასრულა. გარდა ამისა, 4 გოლი უშუალოდ უნგრეთის ჩემპიონატში აქვს გატანილი. „უიპეშტი“ თასის მეოთხედფინალში ითამაშებს.
მეოთხედფინალშია ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარიც“, რომელმაც სტუმრად „ფერენცვაროშს“ 2:1 მოუგო. ბუდუ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე შეცვალეს, თუმცა მას გოლი არ გაუტანია. „ფერენცვაროშში“ პირველად ითამაშა გიორგი ხარაიშვილმა, რომელიც სერგეი რებროვმა 76-ე წუთზე შეუშვა მინდორზე და ქართველ ფეხბურთელს უნგრულ გუნდში დებიუტო ჰქონდა. რაც შეეხბა ლაშა დვალს, ის თადარიგში დარჩა.