ფეხბურთი

21:37 | 24.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

მანე: "ლივერპულისთვის" პრემიერლიგა დასრულებულია"

სენეგალის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" შემტევმა სადიო მანემ განაცხადა, რომ პრემიერლიგა "ლივერპულისთვის" ნაადრევად დასრულდა და გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეა კონცენტრირებული.

"მიმდინარე სეზონში ჩვენი მიზანი იყო ჩემპიონთა ლიგის, პრემიერლიგის და თასების მოგება, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ინგლისის ჩემპიონატი ჩვენთვის დასრულდა. ჩვენი დევიზია "არასდროს დანებდე" და არ ვნებდებით, თუმცა "მანჩესტერ სიტიმ" ყველა გაანადგურა. ჩვენ ახლა პრემიერლიგის ტოპ ოთხ გუნდში უნდა მოვხვდეთ. თუმცა ჩემპიონთა ლიგა ჩვენი მთავარი მიზანია. ამ ტურნირის მოგება ადვილი არ იქნება, რადგან ევროპის საუკეთესო კლუბებს შევხვდებით. ყველაფერს გავაკეთებთ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად." - ციტირებს მანეს სიტყვებს ESPN-ი.

მიმდინარე სეზონში სადიო მანემ 32 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. "ლივერპული" ამჟამად პრემიერლიგაში 40 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი სტუმრად "ლაიპციგთან" 2:0 მოიგო.

0.117224