პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" თავდამსხმელმა დიოგუ ჟოტამ ვარჯიში განაახლა. აღნიშნული ინფორმაცია "მერსისაიდელთა" ტვიტერის გვერდმა გაავრცელა.
ჟოტამ მუხლის ტრავმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე "მიდტიულანდთან" მატჩში მიიღო და მას შემდეგ ორი თვეა არ უთამაშია. ჯერჯერობით უცნობია დიოგუ "შეფილდ იუნაიტედთან""ლივერპულის" მომავალ შეხვედრას ჩაატარებს თუ არა. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა 17 შეხვედრაში თავი ცხრაჯერ გამოიჩინა.