ფეხბურთი

19:42 | 24.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გარსიამ "ბილბაოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

34 წლის ესპანელმა თავდამსხმელმა რაულ გარსიამ ბილბაოს "ატლეტიკთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2022 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია ბასკური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

გარსია "ბილბაოში" 2015 წელს მადრიდის "ატლეტიკოდან" გადავიდა. მას შემდეგ ესპანელმა 238 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 70 გოლი და 33 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში გარსიამ 27 შეხვედრაში თავი შვიდჯერ გამოიჩინა.

0.11349